Saturday, August 24, 2013

პროექტის  სახელი:“ჩემი  სოფელი“
პროექტია  მნიშვნელობა:| აქტუალობა:  ვფიქრობთ  პროექტი  ერთიკონკრეტული  მნიშვნელობით  არის  აქტუალური.-იგი  ხელს  უწყობს  ჩემს  მოსწავლებს  მშობლიური  სოფლის  კიდევ  უფრო  შეყვარებაში,  მის შესახებ  დეტალური  ცოდნის  მიღებაში.  რაც  მტავარია,  დაეხმარება  ბავშვებს  დამიუკიდებელი  კვლევა-ძიების   უნარ-ჩვევების  დაუფლებაში. ამ  კვლევების  შედეგად  მიღებული  ცოდნის  წარმოჩენასა  და  საკუთარი  „ნაღვაწით“  სიამოვნების  მიღებაში.  უცხო  ადამიანისათვის  კი  თავისი  მშობლიური  სოელისადმი  ინტერესის  გაღვიძებაში.  მოსწავლეები  შეისწავლიან  ყოველმხრივ  თავიანთი  სოფლის  ისტორიას,  გეოგრაფიულ  მდებარეობას.  გაიგებენ  ასებულ  მითებსა  და  მის  სიძველეებს.  გაეცნობიან  სოფლის  ისტორიულ  ძეგლებს.  გადაიღებენ  სურათებს  და  გააკეთებენ  ფოტო  ალბომს.  გაანთავსებენ  მოძიებულ  იმფორმაციას  ინტერნეტში.
პროექტის  მიზნები:  ჩვენი  აზრით,  ეას  პროექტი  არის  ერთ  საინტერესო  რეალურ  და  აქტუალურ  შეკითხვაზე:  „როგორ  და  რამდენად  კარგად  ვიცნობთ  ჩემს  სოფელს?“-სრულყოფილი  პასუხის  მიღების  მცდელობა  თემის  გარშემო  რამდენიმე  საინტერესო  კითხვის  გაჩენის  შამდეგ,  შევარჩიეთ  ისეთები , რომლებიც  ხელს  შეუწყობდა  ბავშვებში   ცნობისმოყვარეობის  გაღვივებას, დამმოუკიდებელი  კვლევის  სურვილს  გაჩენას,  მშობლიური  სოფლის  შესახებ  დეტალური  ინფორმაციის  შეგროვება-შესწავლას.
მონაწილეთა  ასაკი:  15-16 წელი
ვადები:  6 თვე
მოსალოდნელი  შედეგები/  პროდუქტები:  მოსწავლეები  გაიუმჯობესებენ  ცოდნას  ქვეყნის  სხვადასხვა  კუთხის  ისტორიის  შესახებ.  ისორიული  მასალები  ფოტოგამოფენის  მოწყობის  შემდეგ  ფოტოსტენდის  სახით   გაკეთდება.  აიგება  სოფლის  მაკეტები  და  მოხდება  ტურისტების  მოზიდვა.
პროექტისათვის  საჭირო  ძირითადი  რესურსები:  მარკერი, ფორმატები, ფურცლები,  ციფრული  ფოტოაპარატი, ვიდეო  კამერა,  დიქტოფონი, კომპიუტერი,  პროექტორი. ინტერნეტი.
პროქტის  მსვლელობა:  თემატური  თვალსაზრისით  და  მოსწავლეთა  შესაძლებლობების  გათვალისწინებით  გადავანაწილებთ  შესასრულებელ  დავალებებს  ჯგუფებში:  სულ 3  ჯგუფი  იქნება  5- 5  მოსწავლიანი:  1 ჯგუფი  შეისწავლის  ფოლკორულ  მასალებს; მე-2 ჯგუფი სოფლის ისტორიას და გეოგრაფიულ მდებარეობას, ,მე-3 ჯგუფი სოფლის ენთოლოგიურ -ეთნოგრაფიულ მხარეს. ყოველი თვის ბოლოს იქნება სამუშაო შეხვედრა, სადც თითოეული ჯგუფი პრეზენტაციის სახით წარმოადგენს თავიანთი ერთთვიანი მუშაობის მასალებს.
მე, როგორც პროექტის ხელმშღვანელი, თითოეული ჯგუფის კვლევა-ძიების შედეგებს მოვისმენ და მათში მოსწავლეთა შორის სეგმენტურად გადანაწილებულ დავალებებს შევაფასებ; ვიწონებ, რაც კარგია, შენიშვნას ვაძლევ საჭიროების შემთხვევაში და კვლევის სწორ გზაზე დავაყენებ.
საგნებთა, საგნობრივ ჯგუფებთან კავშირი: საქართველოს ისტორია, გეოგრაფია, ხელოვნება, ისტ.
პროექტის ხელმძღვანელი: რუსუდან უდესიანი
: